აბდულ ბარადარი
From Wikipedia, the free encyclopedia
მულა აბდულ განი ბარადარი (პუშტუ: عبدالغنی برادر; დ. 1968),[2] (აგრეთვე ცნობილი როგორც მულა ბარადარ ახუნდი) — თალიბანის ავღანელი სამხედრო ლიდერი. ის არის მულა მუჰამედ ომარის თანაშემწე და კვეტას შურას წევრი. 2009 წელს მას მიიჩნევდნენ თალიბანის დე ფაქტო ლიდერადაც.[3] 8 თებერვალს[4] კარაჩიში, პაკისტანი ერთობლივი ოპერაციის შედეგად ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და პაკისტანელმა ძალოვნებმა მულა ბარადარი დააკავეს. ბარადარისგან მიღებული ინფორმაციის საშუალებით პაკისტანელებმა დააკავეს თალიბანის რამდენიმე ლიდერი. 25 თებერვალს ავღანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ბარადარის იქ ექსტრადიციის მოთხოვნას პაკისტანი დათანხმდა.[5]
სწრაფი ფაქტები აბდულ განი ბარადარი, მეტსახელი ...
აბდულ განი ბარადარი | |
---|---|
عبدالغنی برادر | |
მეტსახელი | მულა ბარადარი |
დაბადების თარიღი | 29 სექტემბერი, 1968 |
დაბადების ადგილი | ურუზგანი, ავღანეთი |
კუთვნილება | თალიბანი |
წოდება | ერთ-ერთი ძირითადი ლიდერი |
ბრძოლები/ომები |
საბჭოთა კავშირის ომი ავღანეთში ავღანეთის სამოქალაქო ომი (1996–2001) ავღანეთის ომი (2001–დღემდე) |
ჯილდოები | Time 100[1] |
დახურვა