აბიდოსი (ეგვიპტე)
From Wikipedia, the free encyclopedia
აბიდოსი (არაბ. أبيدوس) — ძველი ეგვიპტის „საღვთო ქალაქი“ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი თანამედროვე ეგვიპტის სუჰაგის პროვინციაში, უდაბნოში, მდინარე ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ელ-ბალუანის მახლობლად.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
აბიდოსი არაბ. أبيدوس | |
| |
ქვეყანა | ეგვიპტე |
კოორდინატები | 26°11′06″ ჩ. გ. 31°55′08″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 74±1 მეტრი |
დახურვა
აბიდოსი წარმოადგენდა ევიპტის პირველი ორი დინასტიის ფარაონთა განსასვენებელს და მოგვიანებით ოსირისის კულტის ცენტრს. ოსირისის ტაძარზე აბიდოსში განსაკუთრებით თუთმოს III და რამსეს III ზრუნავდნენ. ზოგიერთ ფარაონს აქ კენოტაფიც ჰქონდა. აღსანიშნავია აბიდოსის ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი — სეთი I-ის ტაძარი, რომელშიც აღმოჩნდა ე.წ. აბიდოსის მეფეთა სია, ვრცელი რელიეფი, რომელზეც სეთი და მისი ვაჟი რამსეს II ძღვენს სწირავენ 76 გარდაცვლილი წინამორბედის კარტუშს.