ავაჩის სოპკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ავაჩის სოპკა (რუს. Авачинская сопка) — სომა-ვეზუვის ტიპის მოქმედი სტრატოვულკანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კამჩატკაზე, ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატკის მახლობლად. სიმაღლე 2741 მ. მწვერვალი კონუსისებრია. აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტური ლავებით, ტუფებითა და შლაკით. კრატერის დიამეტრი უდრის 400 მეტრს. ვულკანს გააჩნია მრავალრიცხოვანი ფუმაროლები. ხშირია ამოფრქვევა.
სწრაფი ფაქტები ავაჩის სოპკა ...
ავაჩის სოპკა | |
---|---|
ავაჩის სოპკა | |
კოორდინატები: 53°15′ ჩ. გ. 158°50′ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 2741 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 2008 |
დახურვა
ვულკანის უმაღლეს ნაწილებში მდებარეობს 10 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 10,2 კმ². ქვედა კალთები შემოსილია მასიური ტყით. 1000 მ სიმაღლეზე ვულკანოლოგიური სადგურია. აღსანიშნავია, რომ ამოფრქვევები უმეტესად XX საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა (მ. შ. 1901, 1909, 1926, 1927, 1938, 1945 წწ.). უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1991 წელს.