ავსტრალია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიასა და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ავსტრალია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ავსტრალია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავსტრალია (კონტინენტი). |
ავსტრალიის კავშირი Commonwealth of Australia ავსტრალია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: „ავსტრალიის ჰიმნი“ „წინ, მშვენიერო ავსტრალიავ“ სამეფო ჰიმნი: „ღმერთო დაიფარე დედოფალი“[N 1] |
||||||
დედაქალაქი | კანბერა 35°18′ ს. გ. 149°07′ ა. გ. | |||||
უდიდესი | სიდნეი | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა[N 2] | |||||
რელიგია | რელიგიების სია
|
|||||
ეთნოქორონიმი |
|
|||||
მთავრობა | ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
- | გენერალ-გუბერნატორი | სერ პიტერ კოსგროუვი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ენტონი ალბანისი | ||||
- | მთავარი მოსამართლე | სიუზენ კიფელი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | პარლამენტი | |||||
- | ზედა პალატა | სენატი | ||||
- | ქვედა პალატა | წარმომადგენელთა პალატა | ||||
გაერთიანებული სამეფოსგან | ||||||
- | ფედერალური კონსტიტუცია | 1 იანვარი, 1901 | ||||
- | ვესტმინსტერის სტატუსის მიღების აქტი | 9 ოქტომბერი, 1942 (ეფექტი 3 სექტემბერი, 1939-დან) | ||||
- | ავსტრალიის აქტი | 3 მარტი, 1986 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 7 692 024 კმ2 (მე-6) | ||||
- | წყალი (%) | 0.76 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასება | 25 206 900[5] (51-ე) | ||||
- | 2016 აღწერა | 23 401 892[6] | ||||
- | სიმჭიდროვე | 3.3 კაცი/კმ2 (236-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $1.313 ტრილიონი[7] (მე-19) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $52 191[7] (მე-17) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2018 შეფასება | |||||
- | სულ | $1.500 ტრილიონი[7] (მე-13) | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $59 655[7] (მე-10) | ||||
ჯინი (2012) | 44.9[8] საშუალო · 26-ე |
|||||
აგი (2017) | 0.939[9] ძალიან მაღალი · მე-3 |
|||||
ვალუტა | ავსტრალიური დოლარი (AUD ) |
|||||
სასაათო სარტყელი | სხვადასხვა[N 3] (UTC+8-დან +10.5-მდე) | |||||
- | ზაფხული (DST) | სხვადასხვა[N 3] (UTC+8-დან +11-მდე) | ||||
თარიღის ფორმატი | დდ/თთ/წწწწ | |||||
მოძრაობა | მარცხენა | |||||
სატელეფონო კოდი | +61 | |||||
ინტერნეტ-დომენი | .au |
40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ[10], ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.
1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის კავშირი შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 21 507 719[11] ადამიანს, რომლის დაახლ. 60 % ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით[12].
ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.