ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (Wallabies) — ავსტრალიის ეროვნული რაგბის კავშირის ნაკრები. მათი მეტსახელია ვოლაბები. მონაწილეობს რაგბის ჩემპიონატში ახალი ზელანდიის სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის და არგენტინის მორაგბეთა ნაკრებებთან ერთად. მსოფლიო რაგბის რეიტინგში 2015 წლის 18 მაისის მონაცემებით მე-6 ადგილზეა. ავსტრალიის ნაკრების პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართა 1899 წლის 24 ივნისს, სადაც მან სძლია ინგლისელ და ირლანდიელ ლომებს. ავსტრალიას ორჯერ აქვს მოგებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი: 1991 და 1999 წლებში.
სწრაფი ფაქტები კავშირი, მეტსახელ(ებ)ი ...
კავშირი | ავსტრალიის რაგბის კავშირი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | Wallabies | ||
ემბლემა | ვალაბი | ||
მწვრთნელ(ებ)ი | დეივ რენი | ||
კაპიტანი | მაიკლ ჰუპერი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ჯორჯ გრეგანი (139) | ||
ყველაზე მეტი ქულა | მაიკლ ლინაგი (911) | ||
ყველაზე მეტი ლელო | დევიდ კამპესი (64) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
ავსტრალია 13 – 3 ბრიტანელი ლომები (24-06-1899)[1] | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ავსტრალია 142 – 0 ნამიბია (25-10-2003) | |||
უარესი დამარცხება | |||
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 53 – 8 ავსტრალია (30-08-2008) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 8 (პირველი 1987) | ||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონები, 1991, 1999 |
დახურვა