აზიზა მუსტაფაზადე
From Wikipedia, the free encyclopedia
აზიზა მუსტაფაზადე (აზერ. Əzizə Mustafazadə; დ. 19 დეკემბერი 1969, ბაქო, აზერბაიჯანი), ასევე ცნობილია, როგორც „ჯაზის პრინცესა“ ან „ჯაზიზა“ — აზერბაიჯანელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც ასრულებს ჯაზ-ფიუჟენს და მუღამს (აზერბაიჯანის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორის ტრადიციული ჟანრი), კლასიკის და ავანგარდულის გავლენით. დამკვირველები აცხადებენ, რომ მისი სტილი ასევე აჩვენებს კით ჯარეტის გავლენას.[1] იგი ამჟამად ცხოვრობს მაინცში, გერმანიაში, დედასთან, ელიზა მუსტაფაზედესთან ერთად, რომელიც ასევე მისი მენეჯერია. როგორც აზიზა ამბობს, მისი ორი საყვარელი დასვენების აქტივობაა ფერწერა და ძილი. აზიზა ვეგეტარიანელია. მას სჯერა ღმერთის, თუმცა, თავისთავს არ მიიჩნევს რომელიმე რელიგიის მიმდევრად.[2]
სწრაფი ფაქტები აზიზა მუსტაფაზადე, ბიოგრაფია ...
აზიზა მუსტაფაზადე | |
---|---|
აზიზა 2007 წელს, ბაქოს ჯაზის ფესტივალზე | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | Əzizə Mustafazadə |
დაბ. თარიღი | 19 დეკემბერი, 1969 (1969-12-19) (54 წლის) |
დაბ. ადგილი | ბაქო აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | ჯაზი, ჯაზ-ფიუჟენი |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო, მუღამი |
აქტიური | 1988-დან დღემდე |
საიტი | www.azizamustafazadeh.de |
აზიზა მუსტაფაზადე ვიკისაწყობში |
დახურვა