ამაღლების კუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
ამაღლების კუნძული (ინგლ. Ascension Island) — ვულკანური კუნძული, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის, 1600 კმ-ით დასავლეთით აფრიკის სანაპიროდან.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ინგლ. Ascension Island, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: ინგლ. Ascension Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 07°56′33″ ს. გ. 14°22′05″ დ. გ. |
ფართობი | 91 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 859 მ |
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 806 ად. (2016) |
სიმჭიდროვე | 8,86 ად. /კმ² |
დახურვა
შედის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიას შემადგენლობაში (ასე რომ, კუნძული ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, მაგრამ არ არის მისი ნაწილი). მდებარეობს 1287 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთში წმინდა ელენეს კუნძულიდან. მთავარი ქალაქი და პორტი — ჯორჯტაუნი (ინგლ. Georgetown).
კუნძულს აქვს საკუთარი დომენი ინტერნეტში — .ac.