ამერიკა (საფეხბურთო კლუბი)
მექსიკური საფეხბურთო კლუბი / From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკა (ესპ. Club de Fútbol América S.A. de C.V.) — მექსიკური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მეხიკოდან. ჩამოყალიბდა 1916 წლის 12 ოქტომბერს.[4] ასპარეზობს მექსიკის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ტიტულოვან და პოპულარულ გუნდად მექსიკური ფეხბურთის ისტორიაში.[5] მექსიკის ცამეტგზის ჩემპიონი და მექსიკის საფეხბურთო თასის ექვსგზის მფლობელი, მექსიკის ჩემპიონთა ჩემპიონის თასის[6] ექვსგზის და კონკაკაფის ჩემპიონთა თასის შვიდგზის მფლობელი, კოპა ინტერამერიკანას ორგზის და კონკაკაფის გიგანტთა თასის მფლობელი.[7][8]
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | Club de Fútbol América S.A. de C.V. | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
Las Águilas (არწივები)[1][2] Los Millonetas (მილიონერები)[3] | ||
დაარსდა | 12 ოქტომბერი, 1916; 107 წლის წინ (1916-10-12) | ||
სტადიონი |
აცტეკა მეხიკო, მექსიკა (ტევადობა: 87,523 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | სანტიაგო ბანიოსი | ||
მწვრთნელი | ანდრე ჟარდინი | ||
ლიგა | Liga MX | ||
კლაუსურა 2020 | მე-4 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
დახურვა