ამრიტა პრიტამი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამრიტა პრიტამი (პენჯაბ. ਅੰਮ੍ਰਿਤਾ ਪ੍ਰੀਤਮ; დ. 31 აგვისტო, 1919 — გ. 31 ოქტომბერი, 2005) — ინდოელი რომანისტი, ესეისტი და პოეტი, რომელიც პენჯაბურ და ჰინდი ენებზე წერდა. იგი პირველ ქალ პენჯაბურენოვან პოეტად, რომანისტად, ესეისტად და ასევე XX საუკუნის წამყვან პენჯაბურენოვან პოეტად მიიჩნევა, რომელიც თანაბრად უყვარდათ როგორც ინდოელ, ისე პაკისტანელ მკითხველებს. 60-წლიანი ლიტერატურული კარიერის მანძილზე მან 100-ზე მეტი ნაწარმოები გამოსცა. მისი შემოქმედება პოეზიას, პროზას, ბიოგრაფიებს, ესეებს, პუნჯაბური ფოლკლორული სიმღერების კოლექციას და ავტობიოგრაფიას მოიცავს.
ამრიტა პრიტამი | |
---|---|
ინგლ. Amrita Pritam! | |
პრიტამი 1948 წელს | |
დაბადების თარიღი | 31 აგვისტო, 1919 |
დაბადების ადგილი | პენჯაბი, პაკისტანი |
გარდაცვალების თარიღი | 31 ოქტომბერი, 2005 (86 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დელი, ინდოეთი |
საქმიანობა | რომანისტი, პოეტი, ესეისტი |
ენა | ჰინდი ენა და პენჯაბური ენა |
ეროვნება | ინდოელი |
მოქალაქეობა |
ბრიტანეთის ინდოეთი ინდოეთი |
პერიოდი | 1936-2005 |
ჟანრი | პოეზია, პროზა, ავტობიოგრაფია |
თემატიკა | ინდოეთის გაყოფა |
მიმდინარეობა | რომანტიზმ-პროგრესივიზმი |
Magnum opus | Pinjar[1] და Sunehure |
ჯილდოები | ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენი, Padma Vibhushan in literature & education[2] , Padma Shri in literature and education[3] , Sahitya Akademi Award in Punjabi[4] [5] , Jnanpith Award[6] , Punjab Rattan Award[7] და Fellow of the Sahitya Akademi[8] |
პრიტამის ყველა ცნობილი რომანია Pinjar („ჩონჩხი“, 1950), რომელშიც მან შექმნა მეტად დასამახსოვრებელი პერსონაჟი, პურო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანურობის დაკარგვისა და ეგზისტენციალური შიშისადმი დანებების სიმბოლოდ გვევლინება. 2003 წელს რომანის მიხედვით ეკრანიზაცია გადაიღეს.[9][10]
მას შემდეგ, რაც 1947 წელს პაკისტანი ინდოეთს გამოეყო, პრიტამი ლაჰორიდან ინდოეთში გადავიდა, მიუხედავად ამისა, მის თანამედროვე კოლეგათაგან განსხვავებით, მას მთელი სიცოცხლის მანძილზე არ დაუკარგავს პაკისტანელი მკითხველის სიყვარული.
პრიტიმი პენჯაბური ლიტერატურის მთავარ ქალ წარმომადგენლად მიიჩნევა. მწერალი მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია,[11] მათ შორისაა ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო – პადმა ვიბჰუშანი, რომელიც მან 2004 წელს მიიღო. ამავე წელს პრიტამს მიენიჭა ინდოეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო.
მწერლის მრავალი ნაწარმოები, მათ შორის ავტობიოგრაფიული ნამუშევრები: „შავი ვარდი“ და „Rasidi Ticket“, ინგლისურ, ფრანგულ, დანიურ, იაპონურ და ჩინურ ენებზე ენებზე ითარგმნა.[12]