ანობონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანობონი (ესპ. Annobón, პორტ. Ano Bom — „კეთილი წელი“, რადგანაც აღმოჩენილი იქნა 1 იანვარს, ყოფილი პაგალუ) — კუნძული ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში, ეკუთვნის ეკვატორულ გვინეას. მდებარეობს სან-ტომე და პრინსიპიდან სამხრეთით, გაბონის სანაპიროდან 335 კმ-ით დასავლეთით. ფართობი — 17 კმ², სიმაღლე ზღვის დონიდან — 831 მეტრი. 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 5232 ადამიანს.[1][2][3] უპირატესი ენა — ანობონური (პორტუგალურ-კრეოლური ენებიდან ერთ-ერთი). 1973-1979 წლებში ეწოდებოდა პაგალუ.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ესპ. Annobón, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: ესპ. Annobón | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 01°26′07″ ს. გ. 05°37′51″ ა. გ. |
ფართობი | 17 კმ² |
სიგრძე | 6,4 კმ |
სიგანე | 3,2 კმ |
უმაღლესი წერტილი | 831 მ |
ეკვატორული გვინეა | |
რეგიონი | კუნძულოვანი გვინეა |
პროვინცია | ანობონი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5232 (2015) |
სიმჭიდროვე | 307,76 ად. /კმ² |
დახურვა