არაუკა
From Wikipedia, the free encyclopedia
არაუკა (ესპ. Arauca) — მდინარე კოლუმბიასა და ვენესუელაში. მდინარე ორინოკოს მარცხენა შენაკადი. ზემო დინებაში წარმოადგენს საზღვარს ვენესუელასა და კოლუმბიას შორის. სათავე აქვს აღმოსავლეთ კორდილიერაში (კოლუმბია). შემდეგ მიედინება მდინარე ორინოკოს დაბლობ ტერიტორიაზე. სიგრძე 1050 კმ, აუზის ფართობი 8000 კმ². ზაფხულისა და გაზაფხულის წვიმიან პერიოდში მცირე გემებისათვის სანაოსნოა 600 კილომეტრამდე.
სწრაფი ფაქტები არაუკა, ქვეყანა ...
არაუკა | |
---|---|
მდინარე არაუკა | |
ქვეყანა | კოლუმბია, ვენესუელა |
სათავე | აღმოსავლეთი კორდილიერა |
სიგრძე | 1050 კმ |
აუზის ფართობი | 8000 კმ² |
არაუკა ვიკისაწყობში |
დახურვა
წყლის ხარჯი 485 მ³/წმ.