არია სტარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
არია სტარკი (ინგლ. Arya Stark) — გამოგონილი პერსონაჟი ამერიკელი მწერლის, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ნაწარმოებში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ და HBO-ს მიერ ამავე ნაწარმოების სატელევიზიო ადაპტაციაში „სატახტოთა თამაში“. სერიალში მას განასახიერებს ინგლისელი მსახიობი მეიზი უილიამსი. ის ერთადერთი პერსონაჟია ნაწარმოებში, რომელიც წიგნების სერიის ყველა გამოცემაში გამოჩნდა.
არია სტარკი | |
---|---|
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი | |
მეიზი უილიამსი არია სტარკის როლში, HBO-ს სატელევიზიო სერიალში „სატახტოთა თამაში | |
პირველი გამოჩენა |
|
ბოლო გამოჩენა | „რკინის ტახტი“ (2019) |
შემქმნელი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი |
მსახიობი |
მეიზი უილიამსი („სატახტოთა თამაში“) |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი |
|
სქესი | მდედრობითი |
ოჯახი | სტარკების საგვარეულო |
მეორე ნახევარი | გენდრი |
ნათესავები |
|
არია სტარკი პირველად 1996 წელს, „სატახტოთა თამაშში“ გამოჩნდა, როგორც ნედ სტარკისა და კეიტლინ სტარკის უმცროსი ქალიშვილი. ის ქალთა ტრადიციულ საქმიანობებს არ ეუფლება და ბიჭებში ხშირად ერევათ. არია ფლობს ციხესიმაგრეში გამოჭედილ ფოლადის მცირე ზომის ხანჯალს, სახელწოდებით „ნემსი“, რომელიც მას თავისმა ნახევარ-ძმამ, ჯონ სნოუმ აჩუქა. არია ბრავოსის სტილში ხმლით ბრძოლაში სირიო ფორელმა გაწვრთნა.
არია სერიალის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟებს შორისაა. უილიამსის შესრულებამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მეიზი უილიამსი როლის შესრულებისთვის ორჯერ იყო ნომინირებული ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიაში, 2016 და 2019 წლებში.[1] უილიამსი სერიალის სხვა მსახიობებთან ერთად კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე დრამატულ სერიალში სამსახიობო ჯგუფის შესანიშნავი შესრულებისთვის 2011, 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში იყო წარდგენილი.