აღმოსავლეთ პარტნიორობა
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთ პარტნიორობა (ინგლ. Eastern Partnership, EaP) — ევროპის კავშირის პროექტი, რომელიც მომზადდა პოლონეთისა და შვედეთის მიერ.[1] ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინიციატივა წარადგინეს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე 2008 წლის 26 მაისს, ბრიუსელში.[2] აღმოსავლეთ პარტნიორობის ინაუგურაცია შედგა პრაღაში, 2009 წლის 7 მაისს.[3] მისი წევრები არიან ევროკავშირი და აღმოსავლეთი ევროპის 6 სახელმწიფო.
აღმოსავლეთ პარტნიორობა Eastern Partnership | |
---|---|
აბრევიატურა | EaP |
შეიქმნა | 7 მაისი, 2009 |
ტიპი | მთავრობათაშორისი ორგანიზაცია |
მდებარეობა | აღმოსავლეთი ევროპა |
წევრები |
აზერბაიჯანი |
http://eeas.europa.eu/eastern/index_en.htm |
პროექტის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2009 წლის 8 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართა.[4] 2010 წლის დეკემბერში ევროპის საინვესტიციო ბანკმა ჩამოაყალიბა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური მხარდაჭერის ფონდი“ (EPTATF).[5] ის მოიცავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სტაჟიორთა პროგრამას“, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის აზერბაიჯანიდან, სომხედითან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.[6]