ბაქოს მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაქოს მეტროპოლიტენი (აზერ. Bakı metropoliteni) — ქალაქური ტრანსპორტის სახეობა, რომელიც განთავსებულია მიწის ქვეშ ბაქოში (აზერბაიჯანი). ბაქოს მეტროპოლიტენმა მუშაობა დაიწყო 1967 წლის 6 ნოემბერს. 40,3 კმ სიგრძის ხაზებზე 27 სადგურია განლაგებული. ბაქოს მეტროს ყველა სადგური განლაგებულია მიწისქვეშ და ძალიან ღრმა არის. სადგურების უმეტესობას მიწისქვეშა ვესტიბიულები და ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელებიდან შესასვლელები აქვს. 2019 წლის მონაცემებით, ბაქოს მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 629,315 მგზავრი გადაჰყავდა.[2] ამავე წელს 229.7 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა.[1]
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ბაქოს მეტროპოლიტენი აზერ. Bakı Metropoliteni | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ქალაქი | ბაქო |
გახსნის თარიღი | 6 ნოემბერი 1967 |
ხაზის სიგრძე | 40,3 კმ |
სადგურთა რაოდენობა | 27 |
ხაზთა რაოდენობა | 4 |
მგზავრები დღეში | 629,315 ათასი[1][2] |
მგზავრები წელიწადში | 229.7 მილიონი[2] |
ხაზების სქემა | |
მეტროპოლიტენის ხაზებს ემსახურება ორი დეპო, „ნარიმანოვი“ და ,,ჰოჩასანი". ხაზზე გამოიყენება ხუთვაგონიანი მატარებლები (ძველი ვაგონის ტიპი 81-717/714 და ახალი ვაგონის ტიპი 81-760Б/761Б "Ока" და 81-765/766/767 "Москва").