ბაშარ ალ-ასადი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაშარ ალ-ასადი (არაბ. بشار حافظ الأسد; დ. 11 სექტემბერი 1965, დამასკო, სირია) — სირიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, 2000 წლის 17 ივლისიდან სირიის პრეზიდენტი, სირიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მარშალი.
სწრაფი ფაქტები ამჟამინდელი თანამდებობა, დაიკავა ...
ბაშარ ალ-ასადი არაბ. بشار حافظ الأسد | |
ბაშარ ალ-ასადი რუსეთში ვიზიტის დროს. 2015 წლის ოქტომბერი. | |
სირიის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 17 ივლისი, 2000 |
ვიცე-პრეზიდენტი | აბდულ ჰალიმ ქჰადამი ზუჰაირ მაშარქა ფარუკ ალ-შარა ნაჯაჰ ალ-ატარი |
პრემიერ-მინისტრი | მუჰამედ მერო მუჰამედ ალ-ოთარი ადელ საფარი რიად ჰიდჯაბი ომარ გალავანჯი ვაელ ალ-ჰალკი |
წინამორბედი | ჰაფეზ ალ-ასადი აბდულ ჰალიმ ქჰადამი (მ/შ) |
დაბადებული | 11 სექტემბერი, 1965 (1965-09-11) (58 წლის) დამასკო სირია |
მოქალაქეობა | სირია |
პოლიტიკური პარტია | სირიის ბაასის პარტია |
მამა | ჰაფეზ ალ-ასადი |
დედა | ანისა მახლუფი |
მეუღლე | ასმა ალ-ასადი |
შვილები | ვაჟები: ხაფეზი და კარიმი ქალიშვილი: ზეინი |
განათლება | დამასკოს უნივერსიტეტი |
პროფესია | ექიმი-ოფთალმოლოგი, სამხედრო |
რელიგია | ისლამი (ალავიტი) |
ხელმოწერა | |
საიტი | ოფიციალური გვერდი |
დახურვა
მოიგო უალტერნატივო საპრეზიდენტო არჩევნები 2000 წელს და 2007 წელს, და 2014 წლის 3 ივნისს არჩეულ იქნა პრეზიდენტად პირველი ალტერნატიულ არჩევნებში, ოფიციალური შედეგით 88,7 % -ით.[1][2] 2014 წლის არჩევნები მიმდინარეობდა სამოქალაქო ომის პირობებში და ბოიკოტირებულ იქნა ოპოზიციის მიერ. შედეგები არ არის აღიარებული ოპოზიციის მომხრე სახელმწიფოების მიერ.[3]