ბიორკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიორკი (სრული სახელი — ბიორკ გუდმუნდსდოტირი, ისლ. Björk Guðmundsdóttir [ˈpjœr̥k ˈkvʏðmʏntsˌtoʊhtɪr] (?·i)) (დ. 21 ნოემბერი, 1965, რეიკიავიკი, ისლანდია) — ისლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი და პერიოდულად, მსახიობი. მისი მუსიკალური სტილი განისაზღვრება, როგორც ეკლექტურობა. მუსიკოსმა წარმატება მოიპოვა ალტერნატიული როკის, ჯაზის, ელექტრონული საცეკვაო მუსიკის, კლასიკისა და ავანგარდის ჟანრებში.[2]
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი დაკავშირებულია ისლანდიასთან. ისლანდიაში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანებს არ აქვთ გვარები: სახელის ნაწილი, რომელიც სრულდება „-სონ“-სა თუ „-დოტირ“-ზე არის არა გვარი, არამედ მამის სახელი, რომლის გამოყენება ისლანდიაში მიღებული არ არის (იხ. ისლანდიური სახელი). გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის სწორი სახელი არის ბიორკი. |
ბიორკი | |
---|---|
ბიორკი 2022 წელს | |
დაბადების სახელი | ბიორკ გუდმუნდსდოტირი |
დაბადების თარიღი |
21 ნოემბერი, 1965 (1965-11-21) (58 წლის) რეიკიავიკი, ისლანდია |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1975–დღემდე |
მეუღლე(ები) | ტორ ელდონი (იქ. 1986–87) |
პარტნიორ(ებ)ი | მეთიუ ბარნი (2000–13)[1] |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: გუდმუნდურ გუნარსონი დედა: ჰილდურ რუნა ჰაუკსდოტირი |
ჯილდოები | იხ. ჯილდოების და ნომინაციების სია |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
საიტი | bjork.com |
ხელმოწერა |
ბიორკის 1990-იანი წლების სამი სინგლი მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის 10-ეულში („It's Oh So Quiet“ - მეოთხე ადგილზე, „Army of Me“ - მეათეზე, „Hyperballad“ - მერვეზე).[3] 2003 წლისთვის, მისი ლეიბლის, One Little Indian-ის ინფორმაციით, ბიორკს გაყიდული ჰქონდა 15 მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიო მასშტაბით.[4] ბიორკს BRIT-ის დაჯილდოებაზე მიღებული აქვს ოთხი ჯილდო. MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მას მიენიჭა ოთხი, MOJO-ს დაჯილდოებაზე - ერთი, ბრიტანეთის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე - სამი ჯილდო. 2001 წელს მას შვედეთის სამეფო მუსიკალურმა აკადემიამ პოლარული მუსიკის ჯილდო გადასცა, როგორც აღიარება მისი „ღრმად პირადული მუსიკისა და ტექსტების, მისი დახვეწილი არანჟირებებისა და უნიკალური ვოკალის.“[5]
ბიორკი აგრეთვე ნომინირებული იყო 14 გრემის ჯილდოზე (ამას დაემატა ორი - ალბომების გარეკნების მხატვრული გადაწყვეტისთვის, რომლებიც სხვების მიერ იქნა შექმნილი), ერთ ოსკარზე და ოქროს გლობუსის ორ ჯილდოზე. კანის კინოფესტივალის ფარგლებში, 2000 წელს მან მოიპოვა ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, ფილმში სიბნელეში მოცეკვავე შესრულებული მთავარი როლისთვის.[6] VH1-ის „მუსიკაში ყველა დროის 100 უდიდესი ქალბატონის“ სიაში მას 29-ე,[7] MTV-ის „მუსიკაში 22 უდიდესი ვოკალის“ სიაში მერვე,[8] და Rolling Stone-ის „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერლის“ სიაში მეექვსე ადგილი უკავია. [9]