From Wikipedia, the free encyclopedia
ბოდელე — ვრცელი ღრმული საჰარის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია ტიბესტის და ენედის პლატოს მთიანეთით. ღრმული მდებარეობს ბორკუს რეგიონში, რომელიც ჩადის ყველაზე უფრო დაბალი წერტილია და რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 155 მეტრზე იმყოფება.
ბოდელე წარმოადგენს ჰოლოცენის ეპოქაში არსებული დიდი ტბის ნარჩენს, დაახლოებით 400 ათასი კმ² ფართობით, რომლის ნაწილი იყო ჩადის ტბა. დღეისათვის მხოლოდ ჩადის ტბის წყლის მაქსიმალური დონის პერიოდში მდინარე ბაჰრ-ელ-გაზალის საშუალებით წყალი გადმოედინება ბოდელეში და იქმნება პატარა სწრაფად დაშრობადი წყალსატევი. დანარჩენ დროს არსებობს ღრმულამდე მიუღწევადი მიწისქვეშა ჩამონადენები. მტვრიანი ქარიშხლების დროს, რომლის რაოდენობა წელიწადში ასამდეა, ყოფილი ტბის ფსკერზე არსებული ნალექები მუდამ ჰაერში იწევს.[1] ქარიშხლები სამხრეთ ამერიკამდე აღწევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.