ბოკა ხუნიორსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოკა ხუნიორსი (ესპ. Boca Juniors) — არგენტინული სპორტული კლუბი ბუენოს-აირესის გარეუბან ლა-ბოკადან. წარმოადგენს პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბს, რომელიც არგენტინის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს.
ბოკა ხუნიორსი არგენტინისა და ზოგადად მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. სულ მოგებული აქვს 41 ტიტული, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.