დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა
From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა (ECOWAS; ინგლ. Economic Community of West African States; ფრანგ. Communauté économique des États de l'Afrique de l'Ouest; პორტ. Comunidade Económica dos Estados da África Ocidental) — დასავლეთ აფრიკის ქვეყნების რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანება. დაარსდა 1975 წლის 28 მაისს ლაგოსის ხელშეკრულების საფუძველზე. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციას. თანამეგობრობას ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები, რომელსაც ეწოდება ECOMOG.
დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა | |
---|---|
გერმ. Westafrikanische Wirtschaftsgemeinschaft | |
შეიქმნა | 28 მაისი, 1975 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | Regional Economic Communities[1] და intergovernmental organization[1] |
შტაბ-ბინა | აბუჯა, ნიგერია |
წევრები | |
ენა | ფრანგული, ინგლისური, პორტუგალიური |
თავმჯდომარე | ბოლა ტინუბუ |
კომისიის პრეზიდენტი | ომარ ტურაი |
პარლამენტის სპიკერი | მუსტაფა სისე ლო |
თავმჯდომარე | ბოლა ტინუბუ |
http://www.ecowas.int/ |
თანამეგობრობის ოფიციალური ენებია ფრანგული, ინგლისური და პორტუგალიური. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს აბუჯაში, ნიგერია.
დაარსების დღიდან რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა ან გავიდა ორგანიზაციის შემადგენლობიდან. 1976 წელს ECOWAS-ს შეუერთდა კაბო-ვერდე, ხოლო 2000 წლის დეკემბერში ორგანიზაცია დატოვა მავრიტანიამ, რის შესახებაც მან ჯერ კიდევ 1999 წლის დეკემბერში განაცხადა. 2024 წლის 28 იანვარს ნიგერიმ, მალიმ და ბურკინა-ფასომ განაცხადეს, რომ ტოვებენ ორგანიზაციას, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ECOWAS-ის შექმნის დღიდან.[2]