დეკორატიული მცენარეები
From Wikipedia, the free encyclopedia
დეკორატიული მცენარეები (ლათ. decoro — ვრთავ, ვალამაზებ) — კულტურული და ველური მცენარეების მრავალრიცხოვანი ჯგუფი; აერთიანებს სხვადასხვა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენლებს. დეკორატიული მცენარეებს იყენებენ ქალაქებისა და სხვა დასახლებული ადგუილების გასამწვანებლად, ბაღების, პარკებისა და სკვერების გასაფორმებლად, საწარმოო დანიშნულების შენობებისა და საცხოვრებელი სახლების გასალამაზებლად. მათ აქვთ დაცვითი, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა მნიშვნელობაც. დეკორატიული მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფორმით, ფოთლების, ყვავილების, ნაყოფის ფერისა და ფორმის ნაირსახეობით, მერქნით და სხვა. ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ხეები და ბუჩქები, მრავალწლოვანი, ორწლოვანი, ერთწლოვანი, ბალახოვანი, მარცვლოვანი, ბოლქვოვანი და სხვა მცენარეები.