დიეგო ბოუნანოტე
არგენტინელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
დიეგო მარიო ბოუნანოტე რენდე (ესპ. Diego Mario Buonanotte Rende; დ. 19 აპრილი, 1988; ტეოდელინა, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ჩილეურ კლუბ „უნივერსიდად კათოლიკას“ ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიეგო მარიო ბოუნანოტე რენდე[1] | ||
დაბადების თარიღი | 19 აპრილი, 1988 (1988-04-19) (36 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ტეოდელინა, არგენტინა | ||
სიმაღლე | 161 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2001–2006 | რივერ პლეიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2011 | რივერ პლეიტი | 105 | (25) |
2011–2013 | მალაგა | 49 | (6) |
2013–2015 | გრანადა | 39 | (1) |
2014 | → პაჩუკა | 13 | (2) |
2015 | → კილმესი | 12 | (1) |
2015–2016 | ათენის აეკი | 27 | (9) |
2016– | კათოლიკა | 107 | (24) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008 | არგენტინა 23 | 1 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 დეკემბერი, 2018 |
ბოუნანოტეს დებიუტი პროფესიონალურ კარიერაში შედგა „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში, 17 წლის ასაკში, 2006 წლის 9 აპრილს, „ინსტიტუტოსთან“ 3–1 მოგებულ მატჩში. დებიუტიდან ერთ კვირაში მან გაიტანა პირველი გოლი.
2011 წლის 21 იანვარს ბოუნანოტემ ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „მალაგასთან“ გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი, მაგრამ გაანათხოვრეს „რივერ პლეიტში“ 2011 წლამდე. 2013 წელს დიეგომ დატოვა „მალაგა“ და შეუერთდა „გრანადა“,[2] სადაც დაჰყო 2015 წლამდე. გრანადაში ყოფნის პერიოდში იჯარით თამაშობდა „პაჩუკასა“ და „კილმესში“. 2015 წელს გადავიდა საბერძნეთის კლუბ ათენის „აეკში“,[3] ხოლო 2016 წელს შეუერთდა ჩილეურ კლუბ „უნივერსიდად კათოლიკაში“,[4] სადაც ასპარეზობს დღემდე.
2008 წელს ბოუნანოტომ არგენტინის 23 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ვისთან ერთადაც შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.