დნმ-ის მეთილირება
From Wikipedia, the free encyclopedia
დნმ-ის მეთილირება — დნმ-ის მოლეკულის მოდიფიკაცია უშუალოდ დნმ-ის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შეუცვლელად, რაც შეგვიძლია განვიხილოთ გენომის ეპიგენეტიკური შემადგენლის ნაწილად[1][2][3]. დნმ-ის მეთილირება გულისხმობს CpG-დინუკლეოტიდის შემადგენლობაში С5 ციტოზინური რგოლის პოზიციაში ციტოზინთან მეთილის ჯგუფის შეკავშირებას. მეთილირებული ციტოზინი შემდგომში შეიძლება დაჟანგდეს განსაკუთრებული ფერმენტებით, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კვლავ ციტოზინად დემეთილირებას[4].
დნმ-ის მეთილირება ძირითადად ეუკარიოტებისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანში მეთილირებულია გენომური დნმ-ის დაახლოებით 1%. ზრდასრული ორგანიზმის სომატურ უჯრედებში დნმ-ის მეთილირება, როგორც წესი, მიმდინარეობს CpG-დინუკლეოტიდებში; CpG-დინუკლეოტიდების გარდა დნმ-ის მეთილირება გვხვდება ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში.[5][6]
მცენარეებში ციტოზინის მეთილირება ხდება როგორც სიმეტრიულად ორივე ჯაჭვზე (CpG-ზე ან CpNpG-ზე), აგრეთვე ასიმეტრიულად, ორი ჯაჭვიდან მხოლოდ ერთზე (CpNpNp-ზე, სადაც N აღნიშნავს ნებისმიერ ნუკლეოტიდს).