დუბაის საამირო
From Wikipedia, the free encyclopedia
დუბაი (არაბ. دبيّ, ტრანსლიტ.: დუბაიი) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამირო, აგრეთვე, ტერიტორიის სიდიდის მიხედვით, მეორე უდიდესი საამირო დედაქალაქ აბუ-დაბის შემდეგ.[1]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუბაი (მრავალმნიშვნელოვანი). |
საამირო | |||||
---|---|---|---|---|---|
დუბაი دبي | |||||
საათის ისრის მიხედვით ზემოდან: ჰორიზონტზე ბურჯ-ხალიფა, ბურჯ-ალ-არაბი; პალმა ჯუმეირასა და მსოფლიოს კუნძულების სატელიტური გამოსახულება; დუბაი მარინა და შეიხ ზაიდის გზა. | |||||
| |||||
ქვეყანა | არაბთა გაერთიანებული საამიროები | ||||
დაქვემდებარება | საამირო | ||||
საამირო | დუბაიდუბაი | ||||
კოორდინატები | 24°57′00″ ჩ. გ. 55°20′00″ ა. გ. | ||||
კონსტიტუციური მონარქია | მოჰამედ ალ მაკტუმი | ||||
ფართობი | 4,114 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 11 მეტრი | ||||
კლიმატის ტიპი | არიდული ჰავა | ||||
ოფიციალური ენა | არაბული | ||||
მოსახლეობა | 2 106 177 კაცი (2013) | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
53 % ინდოელი 17 % საამიროელი 13,3 % პაკისტანელი 7,5 % ბანგლადეშელი 2,5 % ფილიპინელი 1,5 % შრილანკელი 0,3 % ამერიკელი 5,7 % სხვა ქვეყნებიდან | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +971 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.digitaldubai.ae/ | ||||
დუბაი მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ერთ–ერთია იმ შვიდი საამიროდან, რომლებიც ქვეყანას ადგენს. მხოლოდ აბუ-დაბი და დუბაი არის ის ორი საამირო, რომელთაც საკანონმდებლო ხელისუფლებაში ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკულ საკითხებზე აქვთ ვეტოს უფლება.[2] ქალაქი დუბაი საამიროს ჩრდილოეთ სანაპირო ზოლზეა განლაგებული და გადაჰყურებს დუბაი-შარჯა-აჯმანის მეტროპოლიტენის არეალს. დუბაი უმასპინძლებს World Expo 2020-ს.[3]
დუბაი მსოფლიოს წინაშე წარდგა, როგორც გლობალური ქალაქი და ბიზნეს ცენტრი სპარსეთის ყურის რეგიონში.[4] ის არის, აგრეთვე, მთავარი სატრანსპორტო კვანძი როგორც მგზავრებისთვის, ასევე სატვირთო გემებისთვის. 1960–იან წლებამდე დუბაის ეკონომიკა ეფუძნებოდა წლიურ შემოსავლებს ვაჭრობიდან, უფრო მცირე მოცულობით, ნავთობის მოპოვების კონცესიებს, თუმცა ნავთობი 1966 წლამდე ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. ნავთობით მიღებული შემოსავლების ნაკადის ზრდა მხოლოდ 1969 წელს დაიწყო, რამაც, თავისთავად, ხელი შეუწყო ქალაქის ნაადრევ განვითერებას.[5] აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის მარაგი შეზრუდულია, ხოლო წარმოებული პროდუქტის ხარისხი – დაბალი: დღესდღეობით საამიროების მთლიან შემოსავლებში ნავთობით მიღებული შემოსავალის პროცენტული წილი 5%–ზე ნაკლებია.[6] საამიროს აქვს დასავლურ სტილიზე მორგებული ბიზნეს მოდელი, რომელიც შემოსავლის მთავარ წყაროდ იყენებს ტურიზმს, ავიაციას, უძრავ ქონებას და სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას.[7][8][9] დიდი ხანი არაა, რაც დუბაიმ მსოფლიოს ყურადღება მიიზიდა ბევრი ინოვაციური პროექტით – დიდი კონსტრუქციებითა თუ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით. ეს ქალაქი გახდა სიმბოლური თავისი ცათამბჯენებითა და მაღალსართულიანი შენობებით, განსაკუთრებით მსოფლიოში ყველაზე მაღლი შენობით – ბურჯ-ხალიფათი. დუბაი, აგრეთვე, გააკრიტიკეს დიდი მასშტაბით სამხრეთ აზიელი მუშახელის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.[10] დუბაის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ ყველაზე დიდი გაუფასურება 2008–2009 წლებში განიცადა,[11] 2007–2008 წლების გლობალური კრიზისის კვალდაკვალ, თუმცა მეზობელი საამიროების დახმარებით თანდათან კვლავ აღიდგინა დაკარგული სადავეები.[12]
2012 წლის მონაცემებით, დუბაი ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებს შორის 22–ე ადგილს იკავებს, ხოლო ახლო აღმოსავლეთში – პირველს.[13] 2014 წელს დუბაის სასტუმრო ოთახი შეფასებული იყო, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირი, ჟენევის შემდეგ.[14] დუბაი, აგრეთვე, ამერიკული საკონსულტაციო ფირმა Mercer-ის მიერ შეფასებულ იქნა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე კარგი ადგილი საცხოვრებლად ახლო აღმოსავლეთში.[15]