ელისაბედ იორკელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელისაბედ იორკელი (დ. 11 თებერვალი 1466 - გ. 11 თებერვალი 1503) — იორკთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის დედოფალი 1486-1503 წლებში როგორც ჰენრი VII-ის მეუღლე. ტიუდორთა დინასტიის პირველი დედოფალი. მეფე ედუარდ IV-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილის უფროსი ქალიშვილი, ედუარდ V-ის უფროსი და და რიჩარდ III-ის ძმიშვილი. ვარდების ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც ჰენრი VII-მ ტახტიდან ჩამოაგდო რიჩარდი, ელისაბედი ცოლად გაჰყვა ჰენრის. ამრიგად იგი იყო ინგლისის მეფეთა შვილი, და, ძმიშვილი, ცოლი, დედა და ბებია.
ელისაბედ იორკელი | |
---|---|
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 25 ნოემბერი 1487 |
მმართ. დასაწყისი: | 18 იანვარი 1486 |
მმართ. დასასრული: | 11 თებერვალი 1503 |
წინამორბედი: | ენ ნევილი |
მემკვიდრე: | კატალინა არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 თებერვალი 1466 |
დაბ. ადგილი: | უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 11 თებერვალი 1503 (37 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონის ტაუერი, ლონდონი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: |
24 თებერვალი 1503 უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: | ჰენრი VII, ინგლისის მეფე |
შვილები: |
1.არტური, უელსის პრინცი 2.მარგარეტი, შოტლანდიის დედოფალი 3.ჰენრი VIII, ინგლისის მეფე 4. მერი, საფრანგეთის დედოფალი |
დინასტია: | იორკები |
მამა: | ედუარდ IV, ინგლისის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ვუდვილი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
1470 წლიდან 1471 წლამდე ჰენრი VI-მ ელისაბედის მამას ტახტი წაართვა. 1483 წელს, როდესაც იგი 17 წლის იყო ედუარდ IV გარდაიცვალა. ედუარდის ანდერძით მეფე ელისაბედის ძმა გახდა, თუმცა მათმა ბიძამ, რიჩარდ III-მ ედუარდიც და მისი მცირეწლოვანი ძმაც ლონდონის ტაუერში გამოკეტა, რის შემდეგაც ბიჭები სამუდამოდ გაუჩინარდნენ, ითვლება, რომ ისინი რიჩარდმა დახოცა. როგორც იორკთა დინასტიის უფროს პრინცესას, ელისაბედს ხელი სთხოვა ჰენრი ტიუდორმა, რომელმაც იცოდა, რომ მასზე ქორწინებით ინგლისის გულს მოიგებდა. ამ ქორწინებით ჰენრიმ მნიშვნელოვანი მოკავშირეები შეიძინა, რაც დაეხმარა მას 1486 წელს ბოსვორტსის ბრძოლის მოგებაში და ტახტზე ასვლაში.
1486 წლიდან 1503 წლის ჩათვლით ელისაბედი ინგლისის დედოფალი იყო. იგი პოლიტიკაში ნაკლებად ერეოდა. მისი ქორწინება იღბლიანი აღმოჩნდა, რომელშიც ევროპის ოთხი მონარქი დაიბადა, ესენია უელსის პრინცი არტური, შოტლანდიის დედოფალი მარგარეტი, ინგლისის მეფე ჰენრი VIII და საფრანგეთის დედოფალი მერი.