ესპანელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანელები — ხალხი, ესპანეთის ძირითადი მოსახლენი (27,6 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე საფრანგეთში 500 ათ., არგენტინაში 400 ათ., აშშ-ში 200 ათ., ბრაზილიაში 200 ათ.. ანთროპოლოგიურად მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანულ შტოს. ესპანელი ეთნოსი ჩამოყალიბდა იბერების ტომებისაგან, რომელთაც შეერია მოსული კელტური და გერმანული ტომები.
- სახელები: თვითწოდება - Españoles.
- საერთო რაოდენობა: 29,0 მლნ.
- ენა: ესპანური.
- მორწმუნეები: ძირითადად კათოლიკები.