ეტა (ორგანიზაცია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ეტა (ბასკ. Euskadi Ta Askatasuna – ბასკების სამშობლო და თავისუფლება) — შეიარაღებული ბასკური ნაციონალისტური და სეპარატისტული ორგანიზაცია. ჯგუფი 1959 წელს დაარსდა. იგი თავიდან სოციალურ მოძრაობას წარმოადგენდა და ანტიკოლონიური ხასიათის იყო. შემდეგში თავი მან მარქსისტულ–ლენინურ დაჯგუფებად გამოაცხადა, რომლის მიზანი არა მარტო ბასკეთის მშენებლობა, არამედ სოციალიზმის მშენებლობაც იყო. მიზნის მისაღწევად მათ აირჩიეს ტაქტიკა: მოქმედება–რეპრესია–მოქმედება. პრაქტიკაში ის შემდეგნაირად ტარდებოდა:
- ეტა ახორციელებს პროვოკაციული ხასიათის ძალადობრივ აქტს პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ;
- სისტემა პასუხობს „მასების“ წინააღმდეგ რეპრესიით;
- მასები პანიკითა და პროტესტით რეაგირებენ. ამის შემდეგ ეტა ძალადობრივ აქტს ახორციელებს, რასაც მასა რევოლუციურ სიტუაციამდე მიჰყავს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეტა (მრავალმნიშვნელოვანი). |