ვოიაჯერის ოქროს ფირფიტა
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვოიაჯერის" ოქროს ფირფიტა “ — მოოქროვილი ინფორმაციული ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია ხმოვანი და ვიდეო სიგნალები. ის შეფუთულია ალუმინის ფუტლიარში. 12 დუიმის დიამეტრიანი (დაახ. 30სმ) ფირფიტა დაფარულია ოქროთი, რათა დაცული იყოს კოსმოსური მტვრის ეროზიისაგან. მასთან ერთად ფუტლიარში დევს ფონოგრაფიული კაფსულა და ნემსი - ჩანაწერის ჩასართავად. ფუტლიარზე გამოსახულია სქემა, თუ როგორ უნდა იქნას ფირფიტა ჩართული. მას „პიონერის“ მსგავსად, მოჰყვება რუკა, სადაც მითითებულია მზის ადგილი გალაქტიკაში და წყალბადის ატომის გამოსხივების სქემა, რათა მიიღონ მეტრული და დროის ერთეულები. კომისიას, რომელმაც ითავა ფირფიტის დამზადება, ხელმძღვანელობდა კარლ სეიგანი.