ვრედეფორტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვრედეფორტი — სამხრეთ აფრიკის პროვინცია ფრი-სტეიტში მდებარე პატარა ფერმერული ქალაქი. მისდევენ მსხვილფეხა პირუტყვის, მიწის თხილის, სორგოს, მზესუმზირას და სიმინდის მოშენებას.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვრედეფორტი Vredefort | |||
| |||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
პროვინცია | ფრი-სტეიტიფრი-სტეიტი | ||
კოორდინატები | 27°01′00″ ს. გ. 27°23′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1878 | ||
პირველი ხსენება | 1876 | ||
ცენტრის სიმაღლე | 1.456 მ | ||
მოსახლეობა | 11.785 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 056 | ||
საფოსტო ინდექსი | 9595 | ||
დახურვა
1876 წელს ქალაქი ფერმა ვისგატისთან დაარსდა, რომელიც ვრედეფორტის კრატერთან (დაჯახების შედეგად წარმოქმნილი უდიდესი კრატერი დედამიწაზე, დაახლოებით 300 კმ. დიამეტრით) ახლოს მდებარეობს. ქალაქმა სახელი მიიღო ტრანსვაალის რესპუბლიკასა და ორანჟის თავისუფალ სახელმწიფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. ბურების მეორე ომის დროს ინგლისელებს აქ ჰქონდათ საკონცენტრაციო ბანაკი.