იაპონური მითოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
იაპონური მითოლოგია შენახულია VIII საუკუნე საუკუნის დასაწყისის ორ დიდ კოლექციაში კოჯიკი (ჩანაწერები იძველესი მოვლენების შესახებ) და ნიჰონგი (იაპონიის წერილობითი ქრონიკები). ამის გამო უძველესი მითოლოგიის რეკონსტრუქცია რთულდება, რადგან ამ შრომებს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ არა მხოლოდ შინტოს რელიგიაში, არამედ ქვეყნის იდეოლოგიაშიც. ეს ნაწარმოებები ეძღვნება იაპონელი იმპერატორების ღვთიური წარმოშობისა და იაპონიის კუნძულებისა და ხალხის უნიკალურობის დამტკიცებას. თანამედროვე ეთნოლოგიამ დაამტკიცა იაპონელი ხალხის შერეული წარმოშობა (პოლინეზიური და აღმოსავლეთ აზიის მატერიკული), რაც იაპონურ მითოლოგიაზე სხვადასხვა კულტურის გავლენას გულისხმობს.