![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f7/Bundesarchiv_Bild_183-R65485%252C_Joachim_Peiper.jpg/640px-Bundesarchiv_Bild_183-R65485%252C_Joachim_Peiper.jpg&w=640&q=50)
იოახიმ პაიპერი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოახიმ პაიპერი (გერმ. Joachim Peiper; დ. 30 იანვარი, 1915, ბერლინი — გ. 14 ივლისი, 1976, საფრანგეთი) — ჰაინრიხ ჰიმლერის ადიუტანტი, მეორე მსოფლიო ომის დროს ვაფენ-სს-ის შტანდარტენფიურერი. მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის კამპანიაში. იბრძოდა აღმოსავლეთის და დასავლეთის ფრონტზე. მეთაურობდა ვაფენ-სს-ის პირველი სატანკო დივიზიის „ლეიბშტანდარტ ადოლფ ჰიტლერის“ ერთ-ერთ დანაყოფს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი ნიურნბერგის პროცესზე გაასამართლეს. ციხიდან გამოვიდა 1958 წელს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f7/Bundesarchiv_Bild_183-R65485%2C_Joachim_Peiper.jpg/320px-Bundesarchiv_Bild_183-R65485%2C_Joachim_Peiper.jpg)