იტცამნა
From Wikipedia, the free encyclopedia
იტცამნა — უზენაესი ღვთაება მაიას მითოლოგიაში. ზეცის მბრძანებელი, დღისა და ღამის მმართველი. ხშირად ასოცირდებოდა ოთხ ღმერთთან, სახელად იტცამნსნი, რომელნიც, მაიას სხვა ღვთაებათა მსგავსად, განლაგებულნი იყვნენ კომპასის 4 ძირითად მხარეზე. (შესაბამისი ფერები - აღმ. - წითელი, ჩრდ. - თეთრი, დას. - შავი, სამხ. - ყვითელი). იტცამნა ასევე ხშირად ასოცირდებოდა უზენაეს ღვთაება - ჰუნაბ კუ-სთან, მზის ღვთაება - კინიჩ აჰაუ-სთან, მთვარის ქალღმერთი - იშჩელი ასევე იყო მისი ერთ-ერთი განსახიერება. იტცამნა იყო მედიცინის მფარველი ღმერთი, რომელმაც კაცობრიობას მისცა დამწერლობა და კალენდარი.