კალინგის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
კალინგის პროვინცია — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში, ლუსონში. პროვინციის დედაქალაქია ტაბუკი. კალინგის სამხრეთით მთის პროვინცია მდებარეობს, დასავლეთით — აბრის პროვინცია, აღმოსავლეთით — ისაბელის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კაგაიანი, ხოლო ჩრდილოეთით — აპაიაო. წარსულში კალინგა და აპაიაო ერთ პროვინციაში (კალინგა-აპაიაო) შედიოდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომსახურებათა უკეთ უზრუნველსაყოფად 1995 წელს პროვინციები განცალკევდნენ.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
კალინგის პროვინცია ტაგალ. Lalawigan ng Kalinga | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
ადმ. ცენტრი | Tabuk | ||||
შიდა დაყოფა | Tabuk, ბალბალანი, ლუბუაგანი, პასილი, პინუკპუკი, რისალი (კალინგა), ტანუდანი და ტინგლაიანი | ||||
კოორდინატები | 17°45′00″ ჩ. გ. 121°15′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Ferdinand Tubban | ||||
დაარსდა | 1907 | ||||
ფართობი | 3231.25 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ილოკური ენა | ||||
მოსახლეობა | 229 570 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 74 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3800–3808 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.kalinga.gov.ph | ||||
| |||||
დახურვა
პრეზიდენტმა ემილიო აგინალდომ 1906 წლის 6 მარტს ლუბუაგანი მთავრობის რეზიდენციად გამოაცხადა. ლუბუაგანი 73 დღის მანძილზე იყო რეზიდენცია (18 მაისამდე), სანამ პრეზიდენტი პალანანში გადავიდოდა.[2][3]