კამბოჯის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
კამბოჯის ისტორია მოიცავს კამბოჯის არსებობის პერიოდს უძველესი ხანიდან დღემდე. თავდაპირველად აქ გადასახლებულმა ჩინელებმა დააარსეს ფუნანის სამეფო, რითაც დაიწყო მისი არსებობა. IX-XV საუკუნეებში მან თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია, რა დროსც იქმნება კამბუჯადეშას იმპერია, რომელიც იმორჩილებს მთელ ინდოჩინეთს. ამის შემდეგ იწყება კამბოჯის დასუსტება, რაც ისტორიაში ცნობილია „კამბოჯის ბნელი დღეების“ სახელით. ამან ევროპელ კოლონიზატორებს საქმე გაუადვილა და უკვე XIX საუკუნიდან კამბოჯა საფრანგეთის შემადგენლობაში გადადის. II მსოფლიო ომის დროს კამბოჯას იაპონიის იმპერია იპყრობს, რომლის დამარცხების შემდეგაც მან საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა. იგი აქტიურად ჩაება ინდოჩინეთის ომში, მაგრამ პარალელურად ქვეყანაში რამდენიმე სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1970 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო მონარქიული წყობა და რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა, რასაც 1975 წელს მეორე გადატრიალება მოჰყვა. 1993 წელს შეიქმნა კამბოჯის სახალხო რესპუბლიკა, რითაც დაიწყო მისი არსებობის თანამედროვე ერა.