კამილო სიენფუეგოსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კამილო სიენფუეგოს გორიარანი (დ. 6 თებერვალი 1932 — გ. 28 ოქტომბერი, 1959) — კუბელი რევოლუციონერი, დაიბადა ჰავანაში. ფიდელ კასტროსთან, ჩე გევარასთან, ხუან ალმეიდა ბოსკესთან და რაულ კასტროთან ერთად იყო 1956 წლის გრანმას ექსპედიციის წევრი, რომლითაც დაიწყო ფიდელ კასტროს შეიარაღებული აჯანყება კუბის დიქტატორის, ფულხენსიო ბატისტას მთავრობის წინააღმდეგ . იგი, კასტროს რევოლუციის საკვანძო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, გახდა კასტროს ერთ-ერთი მთავარი პარტიზანი მეთაური, ცნობილი როგორც " იაგუახაის გმირი ". მისი ძირითადი საბრძოლო იარაღები იყო M1921AC Thompson და განახლებული M2 კარაბინი .
კამილო სიენფუეგოსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 თებერვალი, 1932 ჰავანა, კუბა |
გაუჩინარდა |
28 ოქტომბერი, 1959 (27 წლის) ფლორიდის სრუტე |
ეროვნება | კუბელი |
ორგანიზაცია | 26 ივლისის მოძრაობა |
იგი კუბის შეიარაღებული ძალების მეთაურად დაინიშნა 1959 წელს, კასტროს აჯანყებული არმიის გამარჯვების შემდეგ. სავარაუდოდ, იგი გარდაიცვალა, იმავე წელს, მოგვიანებით, როდესაც კამაგუეიდან ჰავანაში ღამით ფრენის დროს გაუჩინარდა პატარა თვითმფრინავი, რომლითაც იგი მგზავრობდა. გაჩნდა ბევრი კონსპირაციული თეორია მისი საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების შესახებ. სიენფუეგოსს, რომლის სახელი ინგლისურად ითარგმნება, როგორც „ასი ხანძარი“, კუბაში თაყვანს სცემენ, როგორც რევოლუციის გმირს, მის პატივსაცემად აღმართული ძეგლებით, მემორიალებით და ყოველწლიურად გამართული დღესასწაულებით.