კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი — კატალონიური ვიზუალური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მუზეუმში განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანული ხელოვნების ეკლესიური ფერწერები, და კატალონური ხელოვნების მოდერნისტული დიზაინის მხატვრული ნიმუშები, რომლებიც თარიღდება მე-19 და ადრეული მე-20 საუკუნით. მუზეუმი განთავსებულია უზარმაზარ, იტალიური სტილის შენობაში, რომელიც დათარიღებულია 1929 წელით. პალაუს ნაციონალი, სადაც 1934 წლიდან განთავსებულია კატალონიის ხელოვნების მუზეუმი, 1990 წელს გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად, კატალონიის მთავრობის მიერ მიღებული მუზეუმების კანონის შესაბამისად. იმავე წელს დაიწყო ადგილის საფუძვლიანი სარემონტო პროცესი, არქიტექტორების გაე ოულენტისა და ენრიკ სტიგმანის შემუშავებული გეგმების საფუძველზე. ოვალური დარბაზი გაიხსნა 1992 წელს, ოლიმპიური თამაშებისთვის და კოლექციების მონახულება შესაძლებელი გახდა 1995 წლის პერიოდიდან 2004 წლამდე. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 2004 წლის 16 დეკემბერს. [2] არის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ესპანეთში.
კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
41°22′06″ ჩ. გ. 2°09′11″ ა. გ. | |
დაარსდა | 1934 |
ქვეყანა | ესპანეთი |
მდებარეობა | Montjuïc[1] |
ექსპონატი | 290,000 |
კლასიფიკაცია | სამხატვრო მუზეუმი |
ვიზიტორები | 828,713 (2010) |
ოფიციალური საიტი | https://www.museunacional.cat/en |