კატმანდუ
From Wikipedia, the free encyclopedia
კატმანდუ (ნეპ.|काठमांडौ, ბჰასა|येँ) — ნეპალის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქი. მდებარეობს კატმანდუს ხეობაში, სადაც კიდევ ორი ქალაქი მდებარეობს - პატანი და ბჰაქტაპური. ნეპალური ენა არის ხეობის ძირითადი და ყველაზე გავრცელებული ენა. ბჰასაზე ლაპარაკობს მხოლოდ ხეობის ძირძველი მოსახლეობა, ნევარები. ინგლისური ესმის ქალაქის მთელ განათლებულ ნაწილს. კატმანდუს მოსახლეობა შეადგენს 1,442,271 ადამიანს.
კატმანდუ येँ महानगरपालिका | |||
| |||
ქვეყანა | ნეპალი | ||
---|---|---|---|
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 27°42′00″ ჩ. გ. 85°20′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Balendra Shah | ||
ფართობი | 50.67 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1400±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1,442,271 კაცი (2019) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5:45 | ||
სატელეფონო კოდი | 01 | ||
ოფიციალური საიტი | kathmandu.gov.np | ||
კატმანდუ წარმოადგენს ნეპალის ყველაზე განვითარებულ ქალაქს.
კატმანდუ იყო და არის ნეპალის ისტორიის, ხელოვნების, კულტურისა და ეკონომიკის ცენტრი. ის მულტი-ეთნიკური ქალაქია რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც რელიგიურად ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები არიან.
ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. TripAdvisor-ის მიხედვით კატმანდუ აუცილებლად სამოგზაურო ქალაქების სიაში მსოფლიოში მესამეა, აზიაში კი პირველი. ქალაქი ჰიმალაის მთების ჭიშკარს წარმოადგენს, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, როგორიცაა: დურბურის მოედანი, სვაიამბუნათჰი, ბოდჰნათჰი, პაშუპატიანთჰის ტაძარი.
კატმანდუს ისტორიული ნაწილი 2015 წლის აპრილში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო დაზიანდა.