კეშმი (კუნძული)
From Wikipedia, the free encyclopedia
კეშმი (სპარს. قشم) — ყველაზე დიდი კუნძული ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძული მხოლოდ 60 კილომეტრითაა (37 მილი) დაშორებული ომანის პორტ ხასაბიდან და დაახლოებით 180 კმ-ით (112 მილი) არაბეთის გაერთიანებული საამიროების რაშიდის პორტიდან. ფართობი 1,491 კვადრატული კილომეტრია (576 კვადრატული მილი), თითქმის ორჯერ აღემატება ბაჰრეინის ზომას. ქალაქი კეშმი, რომელიც მდებარეობს კუნძულის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში, მდებარეობს ბანდარ აბასიდან 22 კილომეტრში, ხოლო კუნძულის უახლოესი წერტილი ხმელეთიდან მხოლოდ ორი კილომეტრის მანძილზეა.[1]
მშობ. სახელი: قشم | |
---|---|
კეშმი კოსმოსიდან. აგვისტო, 2000 | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ჰორმუზის სრუტე |
კოორდინატები | 26°41′43″ ჩ. გ. 55°37′06″ ა. გ. |
ფართობი | 1,491 კმ² |
სიგრძე | 135 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ოსტანი | ხორმოზგანი |
შაჰრესტანი | კეშმი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 148,993 (2016) |
სიმჭიდროვე | 67.07 /კმ² |
კუნძულისთვის დამახასიათებელია ნოტიო ტროპიკული კლიმატი. საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 27 ° C (81 ° F). ყველაზე თბილი თვეებია ივნისიდან აგვისტომდე, ყველაზე ცივი ოქტომბრიდან იანვრამდე. საშუალო ნალექია 183.2 მმ (7 + 3⁄16 ინჩი). კეშმი ხმელეთისაგან გამოყოფილია კლარენსის ვიწრო სრუტით (მინიმალური სიგანე —1800 მ). ახლოს მდებარე კუნძულებია ჰენგამი, ლარეკი და ჰორმუზი.
კუნძულის ტერიტორია კეშმის შაჰრესტანს ეკუთვნის, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ჰორმოზგანის ოსტანის ნაწილია.
კუნძულზე მდებარეობს 59 ქალაქი და სოფელი. მოსახლეობა 2012 წლის შეფასებით 119,035 ადამიანია. ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებულია თევზაობით, იალქნიანი ნავების—დაუს მშენებლობით, ჩაბმულია ვაჭრობის და მომსახურების სფეროში. კიდევ 30,000 ადამიანი ადმინისტრაციული ან წარმოების მუშაკი ან სტუდენტია.
ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი დასახლებული ქალაქია კეშმი, რომელიც მდებარეობს კუნძულის უკიდურეს აღმოსავლეთით (მოსახლეობა 17 ათასი ადამიანი). კუნძული გამოცხადებულია თავისუფალ სავაჭრო ზონად.[2][3][4]