კიმ კლეისტერსი
From Wikipedia, the free encyclopedia
კიმ ანტონი ლოდე კლეისტერსი (ნიდერლ. Kim Antonie Lode Clijsters; დ. 8 ივნისი, 1983, ბილზენი, ბელგია) — ბელგიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ერთეულთა და წყვილთა თანრიგში.
კლეისტერსი 2011 წელს | |
სრული სახელი | კიმ ანტონი ლოდე კლეისტერსი |
---|---|
მშობლიური სახელი | Kim Antonie Lode Clijsters |
ქვეყანა (სპორტი) | ბელგია |
საცხოვრებელი ადგილი | ბრე, ბელგია |
დაიბადა |
8 ივნისი, 1983 (1983-06-08) (40 წლის) ბილზენი, ბელგია |
სიმაღლე | 174 სმ. |
პროფესიონალი | 1997 |
კარიერა დაასრულა |
პირველად 2007–2009 მეორედ 2012 |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი |
ბარტ ვან კერკჰოვენი (1992–1996) კარლ მაესი (1996–2002) მარკ დეუსი (2002–2005) ვიმ ფისეტი (2009–2011) კარლ მაესი (2011–2012) |
ფულადი პრიზი | 24,442,340 აშშ დოლარი |
დიდების დარბაზი | 2017 (წევრის გვერდი) |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 523–127 (80.46%) |
ტიტულები კარიერაში | 41 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (11 აგვისტო, 2003) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2011) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (2001, 2003) |
უიმბლდონი | ნახევარფინალი (2003, 2006) |
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2005, 2009, 2010) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | გამარჯვება (2002, 2003, 2010) |
ოლიმპიური თამაშები | მეოთხედფინალი (2012) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 131–55 (70.43%) |
ტიტულები კარიერაში | 11 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (4 აგვისტო, 2003) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2003) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2003) |
უიმბლდონი | გამარჯვება (2003) |
აშშ-ის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2002) |
წყვილთა სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ფინალი (2003) |
შერეული წყვილები | |
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | |
საფრანგეთის ღია პირველობა | 3რ (2000) |
უიმბლდონი | ფინალი (2000) |
აშშ-ის ღია პირველობა | 2რ (2012) |
გუნდური შეჯიბრები | |
ფედერაციის თასი | გამარჯვება (2001) |
ბოლოს განახლდა: 2 თებერვალი, 2018. |
კლეისტერსს ერთეულებში 4 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 3 აშშ-ის ღია პირველობა და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. მან ასევე სამჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში ბელგიელს ერთეულებში WTA-ის 41 ტურნირი აქვს მოგებული. იგი 20 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულეთა რეიტინგში პირველ ადგილს.
კლეისტერსმა ასევე 2 დიდი სლემის ტურნირი მოიგო წყვილებში – 1 საფრანგეთის ღია პირველობა და 1 უიმბლდონი. ბელგიელი წყვილების რეიტინგში 4 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სანაკრებო დონეზე, კლეისტერსმა 1 ფედერაციის თასი მოიგო ბელგიის ნაკრებთან ერთად.
ბელგიელმა კარიერა პირველად 2007 წელს 23 წლის ასაკში, ტრავმების გამო დაასრულა[1]. 2008 წელს, მას ქალიშვილი ეყოლა. კლეისტერსი 2009 წელს დაუბრუნდა ჩოგბურთს და კარიერის დასრულებამდე 3 დიდი სლემის ტიტული მოიგო. ამ მიღწევით, იგი ერთგვარ რეკორდს იზიარებს მარგარეტ კორტთან[2]. საბოლოოდ ბელგიელმა კარიერა 2012 წელს დაასრულა[3]. 2017 წელს, კლეისტერსი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.