კონსტანტინე X დუკა
From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე X დუკა (ბერძ. Κωνσταντίνος Ι΄ Δούκας; დ. 1003 — გ. 22 მაისი, 1067) — ბიზანტიის იმპერატორი 1059-1067 წლებში. ტახტზე ავიდა მისი წინამორბედის, ისააკ კომნენოსის გადადგომის შემდეგ. კონსტანტინე X იყო ანდრონიკე დუკას, პაფლაგონიელი დიდებულის, მოესიის თემის შესაძლო გუბერნატორის ვაჟი.
კონსტანტინე X დუკა | |
---|---|
Κωνσταντίνος Ι΄ Δούκας | |
ბიზანტიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 ნოემბერი, 1059 |
მმართ. დასასრული: | 22 მაისი, 1067 |
წინამორბედი: | ისააკ I |
მემკვიდრე: | რომანოზ IV დიოგენე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1006 |
გარდ. თარიღი: | 22 მაისი, 1067 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
დინასტია: | დუკები |
მამა: | ანდრონიკე დუკა |
მისი მმართველობისას ბიზანტიის იმპერიის საგარეო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა. დაიკარგა ბიზანტიური იტალიის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ნორმანები დაეპატრონენ.[1] იტალიაში იმპერიამ მხოლოდ ქალაქი ბარი და მისი შემოგარენი შეინარჩუნა. ბიზანტიას თავს დაესხნენ თურქ-სელჩუკები ალფ-არსლანის მეთაურობით და სომხეთის ტერიტორია დაიკავეს, 1065 წელს ოღუზი თურქები ბალკანეთში შემოიჭრნენ,[2] უნგრელებმა კი ბელგრადი დაიპყრეს.[3]
ტახტზე ასვლისას უკვე ხანდაზმული და ავადმყოფი კონსტანტინე X 1067 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი ქმედება იყო განკარგულების გამოცემა, სადაც იგი მოითხოვდა, რომ მისი მემკვიდრე მხოლოდ მისი შვილი გამხდარიყო.