კორომანდელის სანაპირო
From Wikipedia, the free encyclopedia
კორომანდელის სანაპირო — ინდოსტანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო. გადარეცხილია ინდოეთის ოკეანის ბენგალიის ყურით. სიგრძე დაახლოებით 700 კმ, სიგანე — 80–100კმ. წარმოადგენს ბორცვიანი ვაკეების ხაზს, რომელიც დასავლეთით აღმოსავლეთ გატებში გადადის.
სანაპიროსთან მდებარეობს ქვიშიანი დიდი პლაჟები. სანაპირო დაბალია, დაყოფილია მსხვილ მდინარეთა დელტებით, რომლებიც დაახლოებით 10 ათასი კვ.კმ. ფართობის დელტებს ქმნიან. მდინარეები სათავეს იღებენ დეკანის ზეგანზე და მიედინებიან აღმოსავლეთ გატების გავლით დაბლობისკენ. ისინი წარმოქმნიან ნაყოფიერ ალუვიურ ნიადაგებს ვაკეზე.
ამჟამად, კორომანდელის სანაპირო მდებარეობს ანდჰრა-პრადეშის და ტამილნადუს, აგრეთვე, მოკავშირე პუდუჩერის ტერიტორიებზე. სანაპიროზე განლაგებულია მსხვილი სანავსადგურო ქალაქები — ჩენაი (მადრასი), კუდალორი, ტრანკებარი (ტარანჰამბადი), ნაგაპატნამი და სხვ.
კორომანდელის სანაპირო წარმოადგენს ინდოეთის სოფლის მეურნეობის ტენიან რეგიონს, სადაც დიდი რაოდენობით არის ბრინჯი, ქოქოსის პალმა.