ლევ იაშინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლევ იაშინი (რუს. Лев Иванович Яшин; დ. 22 ოქტომბერი, 1929, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი ― გ. 20 მარტი, 1990, იქვე) ― რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. იცავდა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის მფლობელი მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1958 წლის შვედეთის, 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957).[1][2] ლენინის ორდენის კავალერი, სოციალისტური შრომის გმირი (1990). ერთადერთი მეკარე ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც ოქროს ბურთი გადაეცა, როგორც ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს (1963). XX საუკუნის საუკეთესო მეკარე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის[3][4][5], World Soccer-ის, France Football-ისა[6] და სხვათა ვერსიებით.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლევ ივანეს ძე იაშინი [1][2] | ||
დაბადების თარიღი | 22 ოქტომბერი, 1929 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 20 მარტი, 1990 (60 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 189 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1945 | კრასნი ოქტიაბრი ტუშინო | ||
1949–1950 | დინამო მოსკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1950–1970 | დინამო მ. | 326 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1954–1967 | სსრ კავშირი | 78 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
16-ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან 13-ჯერ პირველ ნომრად.[7][8]