ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი (ფრანგ. Louise Élisabeth de France, ესპ. Luisa Isabel de Francia, იტალ. Luisa Elisabetta di Francia; დ. 14 აგვისტო, 1727, ვერსალის სასახლე, საფრანგეთი – გ. 6 დეკემბერი, 1759, ვერსალის სასახლე, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და მისი ცოლის, მარია ლეშჩინსკას პირველი შვილი. პრინცესა ანა ანრიეტა ფრანგის ტყუპისცალი. მიათხოვეს თავისსავე ბიძაშვილს, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის შუათანა ვაჟს, ინფანტ ფილიპეს, რომელიც 1748 წელს დედის მემკვიდრეობით პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი გახდა. მან და ლუიზ ელიზაბეტმა დააარსეს ბურბონ-პარმას დინასტია. აქედან მოყოლებული გარდაცვალებამდე, ლუიზ ელიზაბეტი პარმის, გუასტალასა და პიაჩენცის ჰერცოგინია იყო. მათ მრავალწლიან ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ.
ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი | |
---|---|
Louise Élisabeth de France | |
პარმის, გუასტალასა და პიაჩენცის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 18 ოქტომბერი, 1748 |
მმართ. დასასრული: | 6 დეკემბერი, 1759 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
მემკვიდრე: | მარია ამალია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 აგვისტო, 1727 |
დაბ. ადგილი: | ვერსალის სასახლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 6 დეკემბერი, 1759, (32 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერსალის სასახლე, საფრანგეთი |
მეუღლე: | ფილიპე I, პარმის ჰერცოგი |
შვილები: |
იზაბელა, ავსტრიის ერცჰერცოგინია ფერდინანდო I, პარმის ჰერცოგი მარია ლუიზა, ესპანეთის დედოფალი |
სრული სახელი: | მარი ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XV, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია ლეშჩინსკა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |