ლუსაკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუსაკა (ინგლ. Lusaka) — ზამბიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კირქვიან პლატოზე, ზღვის დონიდან 1279 მ სიმაღლეზე. ლუსაკა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, სადაც მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი და სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ცენტრი. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1,7 მლნ. ადამიანი, ხოლო 2018 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 2,5 მლნ-ს მიაღწია. ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან იწყება ზამბიის ოთხი მთავარი მაგისტრალი. საუბრობენ 3 ძირითად ენაზე: ინგლისურ, ნიანჯისა და ბემბის ენებზე. ქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალური ენაა ინგლისური. ლუსაკა წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქალაქს.
დედაქალაქი | |
---|---|
ლუსაკა ინგლ. Lusaka | |
ქვეყანა | ზამბია |
პროვინცია | ლუსაკის პროვინციალუსაკის პროვინცია |
კოორდინატები | 15°25′00″ ს. გ. 28°17′00″ ა. გ. |
ქალაქის მერი | Chilando Chitangala |
დაარსდა | 1905 |
ამჟამინდელი სტატუსი | 1960 |
ფართობი | 70 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1300 მ |
მოსახლეობა | 1 742 979 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 24 899,70 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | +260 1 |
ოფიციალური საიტი | lcc.gov.zm |