ახალი აღთქმის პირველი წიგნი და პირველი ოთხი კანონიკური სახარებიდან From Wikipedia, the free encyclopedia
მათეს სახარება (ძვ. ბერძნულად „Εὐαγγέλιον κατὰ Μαθθαίον“ ან „Ματθαίον“) — ახალი აღთქმის პირველი წიგნი და პირველი ოთხი კანონიკური სახარებიდან. მას ტრადიციულად მოსდევს მარკოზის სახარება, ლუკას სახარება და იოანეს სახარება.
სახარების ძირითადი თემაა — იესო ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ქადაგებები. წიგნის განსაკუთრებულობა იქიდან გამომდინარეობს, რომ იგი განკუთვნილია ებრაელი აუდიტორიისათვის — სახარების ნაწილები აგებულია ძველი აღთქმის მესიანისტურ გზავნილებზე, რომელიც უნდა აღსრულდეს იესო ქრისტეს მიერ.
სახარება იწყება იესო ქრისტეს გენეალოგიით, რომელიც აღმავალი ხაზით მიემართება აბრაამიდან იოსებ დამწინდველამდე ღვთისმშობელ მარიამის ქმრამდე. მსგავსი გენეალოგია არსებობს ლუკას სახარებაშიც. მათი განსხვავებების ძებნა იყო მრავალსრიცხოვანი ბიბლიის და ისტორიის მკვლევართა საგანი.
მეხუთედან მეშვიდე თავამდე ნაწილი წარმოგვიდგენს იესოს მთაზე ქადაგების ყველაზე უფრო სრულყოფილ სურათს, რომელზეც დაეფუძნა ქრისტიანული სწავლება, მათ შორის, თვთისმსახურება (5:2—11) და ლოცვა „მამაო ჩვენო“ (6:9—13).
მახარებელი მხსნელის სიტყვებსა და ქადაგებებს წარმოადგენს სამ ნაწილად, მესიის სამმხრივი მსახურების შესაბამისად: როგორც წინასწარმეტყველის და კანონმდებლის (თ. 5 — 7), როგორც ხილული და უხილავი სამყაროს მეფის(თ. 8 — 25) და როგორც ყველა ადამიანის ცოდვათა ამღების და საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი პირველი მღვდელმთავრის (თ. 26 — 27).
მხოლოდ მათეს სახარებაში მოიხსენება იგავები:
მათეს სახარება შედგება 28 თავისაგან. თითოეული თავი კი თავის მხრივ შედგება რამდენიმე ტექსტისგან. კერძოდ,
თუმცა მთელი სახარება (და საქმეები) წარმოადგენს ანონიმურ ტექსტებს, ძველი საეკლესიო ტრადიცია წმინდა მოციქულ მათეს მიიჩნევს ერთ–ერთ ავტორად როგორც თვითმხილველსა და იესო ქრისტეს თანამიმდევარს (9:9, 10:3). ეს ტრადიცია დამოწმებულია IV საუკუნის საეკლესიო ისტორიკოსის ევსევი კესარიელის მიერ.
იერონიმე სტრიდონელი, აგრეთვე, ამტკიცებს, რომ მას საშუალება ჰქონდა ენახა მოწამე პამფილეს მიერ შეგროვილი და კესარიის ბიბლიოთეკაში არსებული ძველებრაულ ენაზე შესრულებული მათეს ორიგინალური სახარება.
თუ დავუჯერებთ მამათა საეკლესიო გადმოცემებს, მათეს სახარება ახალი აღთქმის ერთადერთი წიგნია რომლის ორიგინალი დაწერილია არა ბერძნულ ენაზე. თუმცა მოგვიანებით ებრაული (არამეული) ორიგინალი დაიკარგა და კანონში ჩართულია სახარების ძველბერძნული თარგმანი.
ენის თავისებურებები მიგვითითებს, რომ ავტორი წარმომავლობით პალესტინელი ებრაელი უნდა იყოს. უხვად არის გადმოცემული ებრაული ბრუნვა და სიტყვათწყობა. ავტორი საჭიროდ მიიჩნევს აგრეთვე მკითხველს გააცნოს ადგილობრივი გარემო პირობები და ებრაული ტრადიციები.
შექმნის ზუსტი პერიოდის დადგენა შეუძლებელია. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ მათეს სახარება შეიქმნა რიგით პირველი, ზოგი კი თვლის, რომ ის შეიქმნა რიგით მეორე მარკოზის სახარების შემდეგ. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ის დაწერილია ლუკას და იოანეს სახარებებზე უფრო ადრე. წიგნის შექმნის დათარიღების მიხედვით ტრადიციულად ის უნდა დაწერილიყო ახ. წ. 41-55 წლებში.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან თეოლოგთა მნიშვნელოვანი ნაწილი (გორნაკი, ბულტმანი, როიტერი), თვლის, რომ მათეს სახარება დაიწერა 70-80 წლებს შორის.
"მათეს სახარების" მოტივებზე არსებობს სხვადასხვა ავტორის რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები " წმინდა მათეს ვნებანი " მისივე ტექსტის ფრაგემენტების გამოყენებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია 1727—1729 წლებში შექმნილი ი. ს. ბახის ნაწარმოები ორი გუნდის, ორი ორკესტრისა და სოლისტებისათვის.
1964 წელს იტალიელმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინმა "მათეს სახარების" მიხედვით გადაიღო ფილმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.