მაისური (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მაისური (ინგლ. Mysore; ოფიციალურად მისურუ; ინგლ. Mysuru) — მეტროპოლიური ქალაქი სამხრეთ ინდოეთში, კარნატაკის შტატში.[1] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მაისური მესამე ადგილზეა შტატის მასშტაბი. თითქმის ექვსი საუკუნის მანძილზე (1399-1947) მაისურის სამეფოს დედაქალაქი იყო. ამჟამად მაისურის რაიონია და მაისურის დანაყოფის შტაბია. ცნობილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და სასახლეებით, მათ შორის, ცნობილი მაისურის სასახლით. ქალაქი ცნობილია საკუთარი კულტურით. ხშირად „სასახლეების ქალაქად“, „მემკვიდრეობის ქალაქად“[2] და „კარნატაკის კულტურულ დედაქალაქად“ მოიხსენიებენ.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
მაისური კანად. ಮೈಸೂರು | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 12°18′31″ ჩ. გ. 76°39′11″ ა. გ. |
ფართობი | 132000000 კვადრატული მეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 763±1 მეტრი |
სატელეფონო კოდი | 821 |
საფოსტო ინდექსი | 570001 |
მაისური ჩამუნდის მთისწინეთებზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 12° 18′ 26″ განედი და აღმ. 76° 38′ 59″ გრძედი. შტატის დედაქალაქ ბენგალურუდან 140 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ქალაქის ფართობი (მეზობელი ქალაქების ჩათვლით) 156 კმ²-ია.[4] მეტროპოლიური ტერიტორია მაისურსა და მის მეზობლად მდებარე ქალაქებსაც მოიცავს. 2023 წლის მონაცემებით, მეტროპოლიური ტერიტორიისმოსახლეობა 1 288 000 ადამიანს შეადგენს.[5]