მალტის ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტურიზმი მალტის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, რომელზეც მოდის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%. სექტორი იმართება მალტის ტურიზმის სამმართველოს მიერ, რომელიც ექვემდებარება პარლამენტის ტურიზმის, გარემოსა და კულტურის სამდივნოს. მალტის მრავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურას წამორაჩენს, ასევე პოპულარულია წყალქვეშა სპორტის სახეობები ხმელთაშუა ზღვაზე. ბოლო წლებში, მალტაში პოპულარული გახდა სამედიცინო ტურიზმი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ სფეროსკენ ძალისხმევა მთავრობამ მიმართა.
2008 წელთან შედარებით, 2009 წელს მალტას მნიშვნელოვნად ნაკლები ტურისტი ეწვია და ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია 8%-ით დაეცა. უფრო მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტები ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან, ვიდრე ამ უკანასკნელიდან. მალტაში ჩასასვლელად, მრავალი ქვეყნის მოქალაქეს ვიზა ესაჭიროება. მას შემდეგ, რაც მალტის ვიზის ევროკავშირის სტანდარტებთან მორგებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ შენგენის ვიზით სარგებლობა ყოველგვარი დამატებითი ფორმალობების გარეშე. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებს მალტაში შესასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ. ბოლო წლებში, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორებიცაა მალტის როგორც ტერიტორიული, ისე მოსახლეობის რაოდენობის სიმცირე; ეს ყოველივე კი რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე აისახება.