მარკ მუნიესა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკ მუნიესა მარტინესი (დ. 27 მარტი, 1992) — ესპანელი ფეხბურთელი. თამაშობს ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ჟირონაში“ იჯარით სტოკიდან, მცველის პოზიციაზე.
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
მუნიესა ესპანეთის 21 წლამდელთა შემადგენლობაში 2010 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მარკ მუნიესა მარტინესი[1] | ||
დაბადების თარიღი | 27 მარტი, 1992 (1992-03-27) (31 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ლორე დე-მარი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 1.79 | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჟირონა (იჯარით სტოკიდან) | ||
ნომერი | 20 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2002 | ლორე | ||
2002–2009 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2013 | ბარსელონა B | 79 | (4) |
2009–2013 | ბარსელონა | 2 | (0) |
2013– | სტოკ სიტი | 57 | (1) |
2017– | → ჟირონა | 10 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008 | ესპანეთი 16 წლ. | 2 | (0) |
2009 | ესპანეთი 17 წლ. | 10 | (0) |
2010–2011 | ესპანეთი 19 წლ. | 9 | (0) |
2011–2014 | ესპანეთი 21 წლ. | 9 | (0) |
2011 | კატალონია | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 იანვარი, 2018 |
დახურვა
დაიბადა ლორე დე-მარში, ხირონაში, კატალონიაში. როდესაც მუნიესა იყო 15 წლის, მასთან კონტრაქტის გაფორმება სურდა „ლონდონის ჩელსის“.[2] „ბარსელონას“ ახალგაზრდულ აკადემიაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ის მზად იყო პირველ გუნდში გადასაყვანად 17 წლის ასაკში.[3]
„ბარსელონას“ პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 23 მაისს, ლა ლიგაში „ოსასუნასთან“ 1-0 წაგებულ მატჩში, სადაც ის შეცვლაზე შევიდა მოედანზე.
2011 წლის 15 თებერვალს მუნიესამ კლუბთან გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მისი შეძენით დაინტერესებულ კლუბს მოუწევს 30 მილიონი ევროს გადახდა.[4]