მარსელიეზა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარსელიეზა (ფრანგ. La Marseillaise — „მარსელური“) — საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომელიც თავიდან გახდა რევოლუციონერების ჰიმნი, ხოლო შემდეგ საფრანგეთის ჰიმნად გადაიქცა. თავდაპირველად მარსელიეზას ერქვა „რეინის ჯარის სამხედრო მარში“. მარში დაიწერა 1792 წლის 25 აპრილს სამხედრო ინჟინერ რუჟე დე ლილის მიერ, რევოლუციური საფრანგეთის მიერ „ბოჰემიისა და უნგრეთის“ მეფისადმი ომის გამოცხადების შემდეგ. ამ სიმღერით 30 ივლისს პარიზში შევიდა მარსელის მოხალისეთა ბატალიონი.
[la maʁsɛˈjɛz] | |
---|---|
ქართ. მარსელიეზა რუჟე დე ლილი პირველად ასრულებს მარსელიეზას ისიდორ ლიპსის ნამუშევარი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტექსტის ავტორი | რუჟე დე ლილი, 1792 |
მუსიკის ავტორი | რუჟე დე ლილი, 1792 |
1793 წლის 24 ნოემბერს ეროვნულმა კონვენტმა მარსელიეზა საფრანგეთის ჰიმნად გამოაცხადა.
1848 წლის მოვლენების შემდეგ მარსელიეზა გახდა მთელი მსოფლიოს რევოლუციური მოძრაობის ჰიმნი. ის ისმოდა პარიზის კომუნის დროს 1871 წელს. ვიშის რეჟიმმა აკრძალა სიმღერა 1940 – 1944 წლებში, თუმცა რეჟიმის დამხობის შემდეგ 1944 წელს დე გოლმა მარსელიაზა ისევ საფრანგეთის ჰიმნად აქცია.