მაქსიმილიან II ემანუელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაქსიმილიან II ემანუელი (გერმ. Maximilian II. Emanuel; დ. 11 ივლისი, 1662, მიუნხენი, ბავარია — გ. 26 თებერვალი, 1726, მიუნხენი, ბავარია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტი 1679-1726 წლებში. ესპანური ნიდერლანდების უკანასკნელი შტატჰალტერი, ლუქსემბურგის ჰერცოგი და ნამიურის მარკიზი. იგი თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მონარქი იყო, რომელსაც სურდა ვიტელსბახები მთელს ევროპაში გაემეფებინა.
სწრაფი ფაქტები ბავარიის კურფიურსტი, მმართ. დასაწყისი: ...
მაქსიმილიან II ემანუელი | |
---|---|
ბავარიის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 მაისი, 1679 |
მმართ. დასასრული: | 26 თებერვალი, 1726 |
წინამორბედი: | ფერდინანდ მარია |
მემკვიდრე: | კარლ ალბრეხტი |
ლუქსემბურგის ჰერცოგი და ნამიურის მარკიზი | |
მმართ. წლები: | 1712-1713 |
წინამორბედი: | ფილიპე V |
მემკვიდრე: | კარლ V |
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი | |
მმართ. წლები: | 1692-1706 |
წინამორბედი: | ფრანსისკო ანტონიო დე აგურტო |
მემკვიდრე: | ევგენი სავოიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ივლისი, 1662 |
დაბ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარია |
გარდ. თარიღი: | 26 თებერვალი, 1726, (63 წლის) |
გარდ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარია |
მეუღლე: |
მარია ანტონია ავსტრიელი (ქ. 1685 - გარდ. 1692) ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა (ქ. 1695) |
შვილები: |
იოზეფ ფერდინანდი კარლ VII, საღვთო რომის იმპერატორი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ფერდინანდ მარია, ბავარიის კურფიურსტი |
დედა: | ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა
იგი იყო ბავარიის კურფიურსტ ფერდინანდ მარიასა და მისი ცოლის, ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის ვაჟი. მისი ბებია-ბაბუა იყვნენ სავოიის ჰერცოგი ვიტორიო ამადეო I და კრისტინა მარია ფრანგი, საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ასული.