მიაოს ტომები
From Wikipedia, the free encyclopedia
მიაო (მეო) ან ჰმონგი (ჩინ.: 苗; ვიეტ. Mèo, ან H’Mông) — ერთა ჯგუფი სამხრეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ ვიეტნამში, ლაოსში, ტაილანდში და მიენმარში. მოსახლეობის საშუალო რაოდენობა 11 მილიონი ადამიანი. საუბრობენ მიაოს ენებზე ჰმონგ-მიენის ოჯახიდან, რელიგიური თვალსაზრისით ანიმიზმის მიმდევრები.
მიაო (მეო, ჰმონგი) | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
10-12 მილიონი | |
ენები | მიაო (ჰმონგური) |
რელიგიები | დაოსიზმი, ქრისტიანობა, ბუდიზმი, შამანიზმი და სხვ. |
200 ათასამდე მიაო ლაოსიდან ემიგრანტები გახდნენ აშშ-ში.
მიაოს უმეტესობა ცხოვრობს ჩინეთში (7,65 მლნ ადამიანი), ვიეტნამში ცხოვრობს 550 ათასი, ლაოსში — 200 ათასი, ტაილანდში — 120 ათასი ადამიანი. მიაო — რიცხობრივად მეხუთეა 56 ეთნიკურ უმცირესობას შორის, ოფიციალურად აღიარებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ, და ერთ-ერთია ეთნიკურ დაჯგუფებეს შორის ვიეტნამში.
ქალებში გაბატონებული სამოსის ფერების მიხედვით გამოყოფენ რამდენიმე ეთნო-რეგიონულ ჯგუფს:
- თეთრი (ჰმონგ დაუ; ჩინ.: ბაი მიაო; ვიეტ. მეო ჩანგი),
- შავი (ჰმონგ დუ; ჰეი მიაო; მეო დენ),
- წითელი (ჰმონგ პე; ჰუნ მიაო; მეო დო),
- ლურჯი (ჰმონგ სუა; ცინ მიაო; მეო სან),
- სხვადასხვა ფერი (ჰმონგ ლენ; ხუა მიაო; მეო ხოა),
მიაოს ჯგუფები ასევე კაბების სიგრძითაც განსხვავდება: გრძელი და მოკლე კაბები და ა. შ.
ოჯახების ენები მიაო-იაო ურთიერთშეთანხმებულია, არსებობს უამრავი დიალექტი.